EN / GE

მომსახურება

დაცული კომპლექსი
სანსიტის კომპლექსში იფუნქციონირებს საცხობი, კაფე და მაღაზია. მობინადრეები შეძლებენ ექსკლუზიური პირობებით ისარგებლონ ადგილობრივი სპასალონისა და ფიტნესდარბაზის მომსახურებით, პატარები კი საბავშვო სათამაშო მოედანზე გაერთობიან. „სანსიტის“  კომპლექსი დაცულია და მისი მცხოვრებლების მშვიდ ძილსა და უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

თანამედროვე გარემო
სასურველი საცხოვრებელი რეზიდენციის არჩევისას შეგიძლიათ შიდა ფართი თქვენი სურვილის მიხედვით დაგეგმოთ. სტანდარტულად ყველა რეზიდენციას აქვს მისი საკუთარი დახურული პარკინგი, ავტომატური კარით და ტერასა არაჩვეულებრივი პანორამული ხედებით. სახლების ჩაბარების პირობაც თქვენი არჩევანის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს: თეთრი კარკასი ან  დასრულებული რემონტი.  

ჩვენ გვსურს, რომ იდეალური  საცხოვრებელი გარემო შეგიქმნათ კომფორტისა და უზრუნველყოფილი ცხოვრებისათვის, ამიტომ, მომსახურე კომპანიის საშუალებით ერთად ვიზრუნებთ ნაგვის განატაზე, ეზოს დალაგებასა და სარეკრეაციო ფართობის მოვლაზე.